ჩვენ შესახებ

ალტოში გვჯერა, რომ ბავშვობა ყველაზე დიდი თავგადასავალია. საბავშვო კოცეპტ სივრცეში ჩვენ ერთად ვუყრით თავს მაღალი ხარისხის, გამძლე და ფუნქციური დიზაინის მქონე სამოსსა და აქსესუარებს ევროპის ყველაზე კრეატიული ბრენდებისგან, რათა პატარა ბავშვები ნებისმიერი აქტივობისთვის აღვჭურვოთ.

ჩვენთვის არ არსებობს ცუდი ამინდი — არსებობს მხოლოდ შეუფერებელი სამოსი. ალტო შეიქმნა იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ თავისუფლება, იხტუნონ გუბეებში, ითამაშონ თოვლში და თამამად აღმოაჩინონ სამყარო ისეთი გამძლე სამოსით, რომელიც ნებისმიერ თავგადასავალს შეეფერება.

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში დაგხვდებათ წამყვანი ევროპული ბრენდები, რომლებიც უმაღლეს ხარისხსა და ბავშვებისთვის საყვარელ, ფერად დიზაინს აერთიანებს:

●        Roarsome — ეკო-მეგობრული ზამთრის სამოსი საყვარელი პერსონაჟებით, რომლებიც ყოველდღიურ გასეირნებას ნამდვილ თავგადასავლად აქცევს.

●        Affenzahn — ინოვაციური barefoot-ფეხსაცმელი, რომელიც შექმნილია ბუნებრივი მოძრაობისა და პატარების ტერფის ჯანსაღი განვითარებისთვის.

●        Grass & Air — სენსორული საწვიმარი სამოსი და ბოტები წყალთან შეხებისას ფერის ცვლილების ეფექტით, რომლებიც წვიმიან დღეებს გართობად გარდაქმნის.

ალტოსთან ერთად პრემიუმ ხარისხის საბავშვო სამოსის ონლაინ შოპინგი მარტივი და შთამაგონებელია. ჩვენ აქ ვართ, რათა თქვენი პატარები მზად იყვნენ ნებისმიერი ამინდისთვის.

მზად ხართ თავგადასავლისთვის? აღმოაჩინეთ სამყარო ალტოსთან ერთად