წესები და პირობები

მომსახურების წესები და პირობები

ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ:

  • დასახელება: შპს „ალტო ქიდს“
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 402367719
  • იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვანის ქუჩა N4
  • ელექტრონული ფოსტა: info@altokids.ge
  • ტელეფონი: (+995) 551 13 97 00

1. ზოგადი დებულებები და ჩვენი მომსახურება

1.1. ვებგვერდი www.altokids.ge წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეიძინოს საიტზე განთავსებული პროდუქცია და ისარგებლოს საკურიერო მიწოდების სერვისით.

1.2. კალათაში პროდუქტის დამატება არ წარმოადგენს მის დაჯავშნას. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის დასრულებამდე მარაგში არსებული ნივთი ამოიწურა, მაგრამ ტექნიკური მიზეზით თანხა მაინც ჩამოგეჭრათ, Altokids.ge უზრუნველყოფს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას იმავე საბანკო ანგარიშზე 2-დან 5 სამუშაო დღის ვადაში.

1.3. თუ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია პროდუქციის ფასის ან მახასიათებლების შესახებ მცდარია აშკარა სისტემური ან ტექნიკური შეცდომის გამო, კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა. აღნიშნულ შემთხვევაში, გადახდილი თანხა მომხმარებელს სრულად დაუბრუნდება იმავე ანგარიშზე.

2. მომხმარებლის პროფილი და პერსონალური მონაცემები

2.1. Altokids.ge-ზე შეკვეთის გასაფორმებლად ან რეგისტრაციისთვის აუცილებელია სავალდებულო ველების შევსება. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შეკვეთების მიღება, დამუშავება, საკურიერო მომსახურებით ნივთის ჩაბარება ან/და დაბრუნება და გადახდების ადმინისტრირება.

2.2. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე. მომხმარებლის პროფილიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება მიიჩნევა უშუალოდ მომხმარებლის მიერ შესრულებულად.

2.3. უსაფრთხოების მიზნით, თქვენი პროფილის არაავტორიზებული ან უნებართვო გამოყენების ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის ადმინისტრაციას.

3. შეკვეთის გაფორმება და გადახდის მეთოდები

3.1. ონლაინ მაღაზიიდან პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის უქმე დღეებშიც.

3.2. საიტზე ანგარიშსწორება შესაძლებელია უნაღდო ფორმით: ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard და Amex ბარათებით, აგრეთვე Apple Pay და Google Pay გადახდის სისტემებით.

3.3. ბარათით გადახდისას მომხმარებლის გადამისამართება ხდება შესაბამისი ბანკის დაცულ გვერდზე; კომპანია არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს.

4. მიწოდების პირობები და ვადები

4.1. Altokids.ge-ზე შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდება ქალაქ თბილისის მასშტაბით, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.

4.2. თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხდება 1–3 კალენდარულ დღეში:

  • 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთაზე მიწოდება უფასოა.
  • 100 ლარამდე ღირებულების შეკვეთაზე მიწოდების საფასური შეადგენს 10 ლარს.

4.3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დისტანციური ნასყიდობისას ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი (ან მის მიერ განსაზღვრული პირი) ნივთს ფაქტობრივად ჩაიბარებს.

5. ხელშეკრულებაზე უარის თქმა და პროდუქციის დაბრუნება

5.1. საქართველოს კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში (ვადის ათვლა იწყება ჩაბარების მომდევნო დღიდან).

5.2. დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად მომხმარებელმა უნდა გაგზავნოს შეტყობინება კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@altokids.ge.

5.3. კანონმდებლობის შესაბამისად, 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი არ ვრცელდება:

  • ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს;
  • ჰიგიენური დანიშნულების ნივთებზე, თუ ნივთი მიწოდებული იყო ჰერმეტული შეფუთვით და შეფუთვა გახსნილია ან ჰიგიენური დამცავი სტიკერი მოხსნილია/დაზიანებულია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნივთს აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი).

5.4. უპირობო დაბრუნებისას პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს პირვანდელი სარეალიზაციო იერსახე, დაუზიანებელი შეფუთვა/ყუთი და ქარხნული იარლიყი.

5.5. მომხმარებლის მიერ უპირობო დაბრუნების უფლების გამოყენებისას, ნივთის უკან დაბრუნების პირდაპირ საკურიერო ხარჯს (10 ლარი) ფარავს მომხმარებელი.

5.6. თანხა მომხმარებელს უბრუნდება პროდუქციის დაბრუნებიდან და მისი მდგომარეობის შემოწმებიდან 2-დან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.

6. შეძენილი ნივთის გადაცვლა

6.1. პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია იმავე ღირებულების სხვა ზომაში ან ფერში, ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

6.2. გადაცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთს შენარჩუნებული აქვს სარეალიზაციო იერსახე, არის უხმარი, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და ქარხნული იარლიყი.

6.3. პროდუქტის გადაცვლის მოთხოვნის დასაფიქსირებლად დაგვიკავშირდით კომპანიის ელფოსტაზე: info@altokids.ge. გაცვლა ხორციელდება საკურიერო მომსახურების მეშვეობით.

7. ნაკლიანი პროდუქცია

7.1. თუ შეძენილ ნივთს აღმოაჩნდება თავდაპირველი ქარხნული ნაკლი (რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი არასწორი ექსპლუატაციის შედეგად), მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის შეკეთება, შეცვლა ან ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის სრულად დაბრუნება.

7.2. ნაკლის მქონე პროდუქციის შეცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში, ტრანსპორტირებისა და საკურიერო მომსახურების ხარჯებს სრულად ფარავს შპს „ალტო ქიდს“.